აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის მთავრობა კუნძულ გრენლანდიის ამერიკისთვის გადაცემის საკითხს მხარს დაუჭერს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„გრენლანდია შესანიშნავი ადგილია. ჩვენ ის საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დანია ამას დათანხმდება. მათ მისი შენახვა დიდი ფული უჯდებათ“, – ციტირებს გამოცემა ტრამპს.
„რუსული ნავები ყველგანაა, ჩინური ნავები, გემები ყველგანაა და მათ [დანიის მთავრობას] ამასთან გამკლავება არ შეუძლიათ“, – დასძინა ტრამპმა.
მან გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მისი წარმომადგენლები, კონკრეტულად კი შვილი – დონალდ ტრამპ უმცროსი – გაგზავნა გრენლანდიაში. „შესაბამისად, დაველოდოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.