leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპმა სხვა ქვეყნებისთვის საგარეო დახმარების გაწევა 90 დღით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ის 90 დღით აჩერებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეზღუდვა იმ მიზნით დაწესდა, რათა პროგრამების აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობა გადამოწმდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი და კონკრეტულად რომელი პროგრამები შეჩერდება. როგორც Associated Press-ი იუწყება, მრავალი პროგრამის დაფინანსება კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებულია და ბიუჯეტიდან ფული გამოყოფილია.

„შეერთებული შტატების არცერთი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას“, – თქვა ტრამპმა.

ასევე იხილეთ