გივი მიქანაძე: „დიფ სთეითს“ აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე, სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე იმისთვის, რათა საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდეს
“დიფ სთეითს“ აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე”, – განუცხადა „ქრონიკას“ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე იმისთვის, რათა საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდეს.
„როდესაც გამოძიება სცდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და არიან უწყებები, რომელთაც შეუძლიათ ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდონ, ამ შემთხვევაში გამოძიების დაინტერესება არის ლოგიკური, თუმცა, აბსოლუტურად ალოგიკურია ბანკის მხრიდან ამ თანამშრომლობის იგნორირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „დიფ სთეითს“ აქვს საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სწორედ ამ გავლენების მეშვეობით ხდება ხელის დაფარება კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩიაშვილზე იმისთვის, რათა კონკრეტული საკითხი და გამოძიება წინ არ წავიდე. ამით კვლავაც შეიზღუდოს ის უფლებამოსილება, რომელიც ანგარიშების განმკარგავი პირის უფლებებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.