საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140 739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.
საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88 298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27 277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +38.9%-ია.