გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
კიდევ ერთი სრულიად ახალი სპორტული მოედანი ავჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევში მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, 440 კვ.მ ფართობზე მოეწყო ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, სამუშაოებისთვის 117 310 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.