დავით მათიკაშვილი: ის ტყუილი, რასაც ზურაბიშვილი, ხაზარაძე და სხვები ავრცელებდნენ, ბანქოს სახლივით ჩამოიშალა
“ამერიკაში მყოფი რადიკალები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართველი ხალხის წინაშე. ის ტყუილი რასაც ზურაბიშვილი, ხაზარაძე და სხვა ძმანი მისნი ავრცელებდნენ, ბანქოს სახლივით ჩამოიშალა, რადგან კარგად ჩანს, რომ მათი იქ [ტრამპის ინაუგურაციაში] მონაწილეობა ფორმალობაც კი არ იყო”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ეს იყო ის მცირე შესაძლებლობა, რომელსაც ზოგადად იქ არსებული წესი იძლევა. კულისებში მჯდომი და მდგომი ხაზარაძე-ზურაბიშვილი და მათი ეს მონაწილეობა ცხადია ვერანაირ ახლო ურთიერთობას დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ვერ დაამტკიცებს“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
აშშ-ში საგანგებოდ გამგზავრებული ზურაბიშვილი და ოპოზიციონერები საინაუგურაციო დარბაზს მიღმა აღმოჩნდნენ. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესს სალომე ზურაბიშვილი თვალს კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ.