leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა – კოკერილის გუნდში რვა დებიუტანტია

საქართველოს მორაგბეთ ნაკრები რაგბი  ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა მომავალი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა – 37 მორაგბიდან 21 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. შეკრებაზე რვა ისეთი მორაგბე იქნება, რომელთაც „ბორჯღალოსნების“ ფორმა ჯერ არ მოურგიათ. ესენი არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, მეორეხაზელები, თემურ წულუკიძე და დავით ლაგვილავა, ცენტრი გიორგი ხაინდრავა, ფრთები, შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი.

საქართველოს ნაკრების თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს, მარტში კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

„ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი ითამაშებენ. მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გავარდნა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

ასევე იხილეთ