leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის

“ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ტრამპის გზავნილები და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგის გადატვირთვას იწვევს. ვიქტორ ორბანის განცხადება სოციალურ ქსელში ეხმაურება სწორედ ამ პოლიტიკას. ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის და მათი საერთო პოლიტიკა სწორედაც, რომ გულისხმობს იმ ლიბერალური ფაშიზმის დამარცხებას, რომლის მსხვერპლიც და ზემოქმედების ობიექტებიც ვიყავით თუნდაც ჩვენი ქვეყანა, უნგრეთი, სლოვაკეთი და ბევრი ის ქვეყანა, რომელიც შეებრძოლა ამ იდეოლოგიას. ახლა დადგა დრო, რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებებს გამოეხმაურა. როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ბრძანებები გარდაქმნის არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. „დადგა დრო პატრიოტულმა ძალებმა დაიკავონ ბრიუსელი“, – დაწერა უნგრეთის პრემიერმა.

ასევე იხილეთ