ავთანდილ კუნჭულია: შვეიცარიის საბანკო სისტემამ მას შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „გლობალური ომის პარტია“, იგივე „დიფ სთეითი“
“შვეიცარიის საბანკო სისტემამ მას შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „გლობალური ომის პარტია“, იგივე „დიფ სთეითი“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
დეპუტატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა.
„შვეიცარიის საბანკო სისტემამ მას შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული ხელოვნური პრობლემების შექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომლითაც ამხილა „გლობალური ომის პარტია“, იგივე „დიფ სთეითი“. რაც შეეხება [გიორგი] ბაჩიაშვილს, ეს არის ადამიანი, რომელსაც შვეიცარიული საბანკო სისტემა და კონკრეტული ბანკი ხელს აფარებს რამდენადაც იგი არის მთავარი დამფინანსებელი საქართველოში მიმდინარე აქციების“, – აღნიშნა კუნჭულიამ.
ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ დღეს საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.