leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი: ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეფექტიანი, სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოება

“ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეფექტიანი, სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ როდესაც ამის საფუძვლად ჩვენ ვხედავთ ასეთი ტიპის განცხადებებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა გენდერზე დონალდ ტრამპის განცხადებაზე ქართული ოპოზიციის დაბნეულობას.

„სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ. როდესაც ამ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] ადამიანებს, ორგანიზაციებს უჭირთ ასეთ მარტივ [რამდენი გენდერი არსებობს] აქსიომებთან ურთიერთობა, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მათ შეიძლება რამე სამართლიანად შეაფასონ ან არჩევნები, ან შიდაპოლიტიკური პროცესები, ან სხვა განვითარებები.

ეს სამწუხაროა უპირველეს ყოვლისა ამავე ორგანიზაციებისთვის, რადგან ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეფექტიანი, სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ როდესაც ამის საფუძვლად ჩვენ ვხედავთ ასეთი ტიპის განცხადებებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

გენდერზე დონალდ ტრამპის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილი დააბნია, ნაწილთან კი საღი აზრის რევოლუციამ, როგორც ამას ტრამპი უწოდებს, ვერ მიაღწია. რამდენი სქესი არსებობს – ამ კითხვას ქართული ოპოზიციის უმრავლესობა პასუხს ვერ სცემს.

 

ასევე იხილეთ