დღეს ოზურგეთის მერიაში მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა 2025 წლის გაზრდილი ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა.
„მოგეხსენებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტი. წელს, საწყის ეტაპზე ჩვენ შევძელით ბიუჯეტის 13%-ით გაზრდა, რაც დამატებით 5 650 000 ლარს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტი შემდეგი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა: ჯანდაცვის და სოციალური მიმართულება – ბიუჯეტის სასტარტო ოდენობის 7%, 3 098 000 ლარი; სკოლამდელი აღზრდა და განათლება – ბიუჯეტის სასტარტო ოდენობის 21%, 9 425 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განახლება – ბიუჯეტის სასტარტო ოდენობის 19%, 8 178 000 ლარი; მუნიციპალური სერვისები, გარემოს დაცვა და დასუფთავება – ბიუჯეტის სასტარტო ოდენობის 12%, 5 100 000 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – ბიუჯეტის სასტარტო ოდენობის 18%, 7 785 000 ლარი; ბიუჯეტის დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა საჭიროებებს, ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობას, ადმინისტრაციულ დანახარჯებს და სხვა აუცილებელ ხარჯებს მოიცავს“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.