მიმდინარე წელს, დამატებით კიდევ აშენდება სპორტული მოედნები. კერძოდ, საქართველოს მთავრობისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, მოედნების ასაშენებლად ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და მალე დაიწყება ახალი მოედნების მშენებლობა.
„სოფელ ნატანების მე-12 ბრიგადის დასახლებაში სტადიონის მშენებლობა – დაიხარჯება 83 979 ლ. სოფელ შემოქმედში, კვირიკეთის უბანში მინი სტადიონის მშენებლობა – დაიხარჯება 55 146 ლ; ძიმითი-ნასაკირალში, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნის მოწყობა – დაიხარჯება 61 161 ლარი; ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე (ექადია) სტადიონის მოწყობა – დაიხარჯება თანხა: 71 549 ლ; გრიშაშვილის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა – დაიხარჯება 112 102 ლ. აქვე გეტყვით, რომ მალე დავასრულებთ დ. ბაქრაძის ქუჩაზე, სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს (თანხა: 175 141 ლ) ასევე, სოფელ ნატანებში, საკუპრის უბანში ფეხბურთის სტადიონის მოწყობას (თანხა: 62 493 ლ),“ – განაცხადა მერიის დღევანდელ სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.