ზურაბ ქადაგიძე: ქართველ ლიბერალებს რომ ჰკითხო, ინგლისური იციან, არადა, ტრამპის განცხადება ვერ გაიგეს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი და ამაზე ქართველი ლიბერალების მიერ გაკეთებულ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართველმა ლიბერალებმა ახალი „ჟონგლიორობა” დაიწყეს – სქესი რომ ორი იყო, მაგას სულ ვამბობდით და ტრამპმაც ეგ თქვა, თორემ გენდერია ბევრიო…
არადა, რომ ჰკითხო, ინგლისური იციან…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.