დღეს კასპის საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში ტურნირის 2024 წლის გამარჯვებულ თსუ-ს შეხვდა.
„გრიფინმა“ „თსუ“ ანგარიშით 102:98 დაამარცხა და კლუბის გულშემატკივარი კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარა.
დღემდე ჩატარებულ 9 მატჩში „გრიფინს“ არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს კასპის გრიფინს მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.