„ტრამპს და შეერთებულ შტატებს ურჩევნიათ, რა თქმა უნდა, საქმე ჰქონდეთ ღირსეულ ქვეყნებთან”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ღირსეულ ქვეყნებში იგულისხმება ის ქვეყნები, ვისთვისაც სუვერენიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსეული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი და არა ხელგაწვდილი პოლიტიკა.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის გამორჩეული იმ ქვეყნებს შორის, თუკი ვინმე ელოდებოდა ტრამპის მიერ განხორციელებულ გარკვეულ ქმედებებს და ნაბიჯებს, ყველაზე მზადყოფნაში მყოფი ქვეყანა, ვინაიდან, ბევრი რამ, ტრამპის გამოსვლიდან დაწყებული, იგივე წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული იქნება თუ შემდგომში განხორციელებული ნაბიჯებიდან, ემთხვევა სწორედ იმ პოლიტიკას, რასაც ეს ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ დაიბნენ საზოგადოების დიდი ნაწილის ოპონენტები მას შემდეგ, როდესაც დაისვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენი სქესი არსებობს. როდესაც ტრამპმა გარკვევით და მკაფიოდ გამოაცხადა, რომ არის ორი სქესი, ეს არის მამრობითი და მდედრობითი, ანუ კაცი და ქალი და რაღაცნაირად ოპონენტებს ამაზე პასუხის გაცემაც კი გაუჭირდათ ხომ? დაიბნენ, ვინაიდან ეს არ ჯდებოდა მათ ინტერესებში, არ ჯდებოდა იმ დაფინანსებაში, უამრავი ფულის კეთებაში, რაც მათ უკვე აითვისეს, განახორციელეს და საკმაოდ დააზარალეს, შეიძლება ითქვას, საზოგადოების, მოდით ასე ვიტყოდი, მორალური ნაწილიც კი.
მეორე ის, რომ ტრამპი აკეთებს იმას, რაც მან უნდა გააკეთოს პირველ ყოვლისა, ამერიკისთვის, ვინაიდან მას უნდა შეერთებული შტატების ისევ იმ ნიშნულზე აყვანა, თავიდან ბოლომდე, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამანაც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, ვინაიდან ტრამპს და შეერთებულ შტატებს ურჩევნიათ, რა თქმა უნდა, საქმე ჰქონდეთ ღირსეულ ქვეყნებთან. ღირსეულ ქვეყნებში კი იგულისხმება ის ქვეყნები, ვისთვისაც სუვერენიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსეული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი და არა ხელგაწვდილი პოლიტიკა. ხელგაწვდილ პოლიტიკაში იგულისხმება ის, რომ მუდმივად რაღაცას ითხოვდე შენ შეერთებული შტატებისგან, იყო, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მათხოვრულ და მონურ რეჟიმში, ცალმხრივ ხელგაშვერილი და მეორე მხრივ მისი ნებისმიერი სურვილის ამსრულებელი იყო თუ იყო ღირსეული პარტნიორი, რომლის ინტერესები, შეიძლება ითქვას, რომ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და უფრო ადვილი ხდება ამის შემდეგ ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.