leaderboard_below_slide
left_sabechdi

შოლცი: გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს მალე განიხილავს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი უკრაინის მომავალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ამიტომ მოკავშირეები უახლოეს მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ მან Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტებმა შოლცს სთხოვეს, განემარტა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინის სამშვიდობო ძალები, რომელთა შესახებაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება, თუ უკრაინაში ომი დამთავრდება. მაგრამ მაშინაც კი ჩვენ კვლავ გვექნება ამოცანა უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა შოლცმა კითხვის პასუხად.

შოლცმა აღნიშნა, რომ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, ასევე, როგორ შეძლებს უკრაინა ძლიერი არმიის შენარჩუნებას, რომელსაც მოკავშირეები საბრძოლო მასალით ამარაგებენ.

„ამ საკითხს მოკავშირეებთან ერთად უახლოეს მომავალში განვიხილავთ. მაგრამ ასეთ სპეკულაციებზე ჯერჯერობით საუბარიც არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, უკრაინელების თავზე არაფერი უნდა გადაწყდეს. მშვიდობა კი ჯერ კიდევ შორს არის”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ფიქრობს, რომ გერმანიის სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის დემილიტარიზებული ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.

ასევე იხილეთ