leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 41 წლის მამაკაცი და 2 წლის ბიჭი, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, 28 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც წარმოშობით ავღანეთიდანაა, მკვლელობის შემდეგ დააკავეს. ერთი პირი, რომელიც თავდასხმას შეესწრო, დაკითხვაზე იმყოფება, თუმცა ეჭვმიტანილი არ არის.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ასევე იხილეთ