თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 79 ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი – მათმა დიდმა ნაწილმა დაზიანებები ფანჯრიდან გადახტომის დროს მიიღო.
ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის საქმეზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.