leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია გიორგი ბაჩიაშვილზე: ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ, რომ რეალურად ამ ადამიანს აქვს რაღაც დასამალი

“ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ, რომ რეალურად ამ ადამიანს აქვს რაღაც დასამალი”, – განაცხადა ფრაქცია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ, რომელმაც „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ბაჩიაშვილის საქმეს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მასზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს სასამართლო პროცესებს, პროცესებზე სისხლის სამართალთან არანაირ კავშირში მყოფ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მის განცხადებებს, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლის როლის მორგებას, ასევე სხვადასხვა ე.წ. პარტნიორებთან და ე.წ ტელევიზიებთან მისი ვიზიტებს. ეს ყველაფერი მიუთითებდა იმისკენ, რომ რეალურად ამ ადამიანს აქვს რაღაც დასამალი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ