leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლოს-ანჯელესთან ახლოს ტყის ხანძარი გაჩნდა – მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხანძრის ფართობი 38 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, სამხრეთ კალიფორნიაში ცხრა თვე წვიმა არ მოსულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 31 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. კიდევ 23 ათასი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინის რეჟიმშია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, კალიფორნიაში იანვრის დასაწყისში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

ასევე იხილეთ