leaderboard_below_slide
left_sabechdi

იენს სტოლტენბერგი: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღონ

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შეაიარაღონ.

მისი თქმით, ალიანსის წევრ ქვეყნებში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს და შესაბამისად, რჩება მეორე გზა – უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება, რათა ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან დაცული იყოს.

„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინელები კბილებამდე უნდა შევაიარაღოთ. იმიტომ რომ, თუ რამე გავაკეთეთ არასწორად, იყო ის, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე ჩვენ უკრაინა არ შევაიარაღეთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე იხილეთ