leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა

“სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების წინასწარ შეწყალებაზე

„იცით, სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ მან თავისი თავიც არ შეიწყალა“, – თქვა ტრამპმა.

ჯო ბაიდენმა 20 იანვარს შეწყალების რამდენიმე წინასწარი აქტი გამოსცა, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წუთებში ბაიდენმა გამოსცა წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება.

ასევე იხილეთ