leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვატო შაქარიშვილი: გვაინტერესებს აშშ-ის საელჩოს პოზიცია, ეთანხმება თუ არა ქართული დესტრუქციული ოპოზიციის შეფასებებს

„ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვატო შაქარიშვილი მაკ-კეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა.

ვატო შაქარიშვილი ამერიკის საელჩოს მიმართავს და განმარტებებს ითხოვს, ეთანხმებიან თუ არა თორნტონის განცხადებას, რომ ტრამპი მოძალადეა.

შაქარაშვილს ასევე აინტერესებს, რას ფიქრობს საელჩო სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ძველ განცხადებებზე, რომლებიც ტრამპს რუსულ პროექტს უწოდებდნენ.

„გვაქვს სრული უფლება, მოვითხოვოთ მკაფიო, კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმება თუ არა ლორა თორნტონის განცხადებას, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის გამაუპატიურებელი, მოძალადე და კრიმინალი.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი გახდა მაკ-კეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი. სულ ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპი რუსული პროექტი იყო და რუსული ჩარევის შედეგი იყო დონალდ ტრამპის გამარჯვება.

დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. გვაინტერესებს ამერიკის საელჩოს პოზიცია, ეთანხმება თუ არა ქართული დესტრუქციული ოპოზიციის შეფასებებს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

ასევე იხილეთ