leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse -ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას

“ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს”,– ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ Julius Baer-ი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნიშნით უქმნის პრობლემებს, აღნიშნული პრობლემები კი, ხელოვნურად არის შექმნილი და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, Julius Baer-ისა და Credit Suisse -ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას.

„გავეცანი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მრავალწახნაგოვან წერილს, რომელიც მრავლისმთქმელია და სურათის ფართო ჭრილში დანახვის შესაძლებლობას იძლევა, მრავალმხრივი თანხვედრის მიუხედავად, მსურს სასამართლო დავის პოლიტიკური ნაწილი გამოვყო. ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს! როგორც მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის დავა რამდენიმე წლის უკან დაიწყო, მიუხედავად სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ იქნა მიღებული, შვეიცარიული ბანკი(კრედიტ სუისი) ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, ახლა კი სცენაზე მეორე ბანკი გამოვიდა, რომელიც კლიენტს, ხელშეკრულებით გამყარებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს ეუბნება. აღნიშნული ორი ბანკის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას,“– წერს ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ