რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს – კარგად ჩანს, როგორ სძულს მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს საქართველო და ქართველი ხალხი
„საქართველოს მასშტაბით იყო 3044 საარჩევნო უბანი, აქედან 788 უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად და რა შეიცვალა, შედეგები იქ სხვა ჰქონდათ?!“, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
ის ოპოზიციის ლიდერების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ჩატარების მეთოდოლოგიის გადახედვას უკავშირდება.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, რა მეთოდოლოგიითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადიკალური ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება. მისივე განმარტებით, სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ის პირები, ვინც წინასაარჩევნოდ საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნების პირობებში ყველა ხმა დაცულია. ახლა კი ეს მეთოდოლოგია არ მოსწონთ, ვინაიდან არჩევნები წააგეს.
„გვარამია და მისი თანმხლები პირები წინასაარჩევნოდ დადიოდნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნები არის გარანტი, რომ თქვენი ხმები არის დაცული. ატარებდნენ ათასგვარ ტესტებს ამ აპარატების და არწმუნებდნენ ხალხს, რომ მობრძანდით არჩევნებზე, მოიყვანეს ხალხი არჩევნებზე და წააგეს არჩევნები.
მათთვის სასურველი შედეგი, რომ არ დადგა ამიტომ აღარ მოსწონთ ელექტრონული აპარატი? აქამდე ელექტრონული აპარატების გარეშე ტარდებოდა არჩევნები და პირწმინდად წააგეს ყველა“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა არა ელექტრონული არჩევნები, არამედ ის სწორი პოლიტიკაა, რომელსაც მმართველი გუნდი აწარმოებს, მათ შორის ეს ეხება სამშვიდობო პოლიტიკას.
ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, რადიკალების აბსურდული ბრალდებები 300 ათასი ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად მათ რიგებშიც კი არავის სჯერა.