leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას დაცვა მოუხსნა.

ბოლტონის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ბოლტონს ორშაბათს ღამით დაურეკა და განუცხადა, რომ მისი დაცვის უზრუნველყოფა შეწყდება.

ასევე იხილეთ