„ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.
„ისინი არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას, ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, ტარიფებს აწესებენ. ევროკავშირთან ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს სიტუაცია არავის მოსწონს. მე მიყვარს ევროპა, მიყვარს ევროპის ქვეყნები, მაგრამ ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.