leaderboard_below_slide
left_sabechdi

პიკურ პერიოდში ვიმყოფებით, იანვრის პირველ 3 კვირაში გრიპის უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ქვეყანაში გრიპის შემთხვევები მატულობს და პიკური პერიოდია.

მისი თქმით, გრიპისა და „ღორის გრიპის“ კლინიკური ნიშნები მსგავსია.

„დეკემბერთან შედარებით, იანვრის პირველ 3 კვირაში გრიპის უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით. ძირითადად, არის ამბულატორიული მიმართვიანობა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებსა და რისკჯგუფებში, გარკვეულ შემთხვევაში, სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო.

A გრიპის ერთ-ერთ სეროტიპს უწოდებენ ე.წ. ღორის გრიპს, რომელიც არ გამოირჩევა სხვა გრიპის სეროტიპებისგან, ანუ მოსახლეობისთვის ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუ A გრიპის რომელი სეროტიპი აქვს, იმიტომ რომ მათი მართვა, გართულებების ალბათობა და კლინიკური ნიშნები არის მსგავსი“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.

ასევე იხილეთ