leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის, მზად არის, შეხვდეს ახალგაზრდებს

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. რაც შეეხება დაკავებულებს, დიდი ნაწილი გათავისუფლებულია ხელწერილის ან ჯარიმის სანაცვლოდ.

„ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, იმიტომ, რომ საფუძველი არ არსებობს ამის. ეუთო/ოდირმაც ეს აღიარა. და ახლა გვარამია, მელია და დანარჩენი უსამშობლოების და ჯაფარიძე ჩახდილის მოთხოვნაზე რატომ უნდა ვიაროთ?! რაც შეეხება დაკავებულებს, დაახლოებით 400-მდე ადამიანი იყო დაკავებული. ზოგი ხელწერილით, ზოგი ჯარიმის დაწესების შემდეგ გამოუშვეს. ახლა რამდენიმეა დარჩენილი. ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, გამოძიება მიდის და ეს მოსამართლის თემაა. შესაბამისად, იქნებიან გარეთ და გამოუშვებენ, როგორც დანარჩენები გამოუშვეს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართველმა ხალხმა და ესაა მთავარი და მნიშვნელოვანი.

ასევე იხილეთ