leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: მოკლედ, რის თქმასაც დავაპირებ, ეს კაცი ყოველთვის დამასწრებს ხოლმე!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მოკლედ, რის თქმასაც დავაპირებ, ეს კაცი ყოველთვის დამასწრებს ხოლმე!

მე სალომე ბაბოზე უნდა დამეწერა, მაგანაც ჩამოიარა და ძაღლი, ღორი, ჯორი, ჩუტრუკი, ყველა შეიწყალა, აღარაფერს ვამბობ უგულავა, მუგულავა, მელია, მგელია, ოქრუაშვილ-რურუა-ნიკუტასა და სხვა აკარაკებზე.

ერთი ეგ არი, საკუთარი ბენტერა თავის შეწყალება მაგასაც დაავიწყდა!

ჰო, რავი, ვარაუდზე მოცანცარე ჯომ თუ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავ-ნაცნობები წინასწარ შეიწყალა, რა, ეს ვერ შეიწყალებდა?

თურმე, აშშ-იც ძაან მაგარი დემოკრატიაა, თურმე, შესაძლებელი ყოფილა, ადამიანები მანამდე შეიწყალო, სანამ საქმეები აღიძვრება. ჰო, ეს ერთგვარი ჯავშანიაო, ამის შემდეგ შეგიძლია, რაც გინდა, ის ჩაიდინო, უკვე შეწყალებული ხარ, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ.

სალომე ბაბოს მეტიც შეეძლო, მაგრამ ვერ მოიფიქრა, მაგასაც ცუდი მრჩევლები ჰყავდა – ვინც კი აქციაზე დადის, ყველა უნდა შეეწყალებინა და ვერავის ვეღარ დაიჭერდნენ.

ეეეეჰ!

მოფიქრება არ გინდა?!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ