top_leaderboard

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების უნარები და შესაძლებლობები საკმაოდ ძლიერია

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარიზში, ჟურნალისტებთან, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადების დონე შეაფასა. პატრიკ დე როზიემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები საკმაოდ ძლიერია.

„რამდენიმე წლის წინ, რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის დროს, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. მე აქტიური კონტაქტი მქონდა მაშინ საქართველოსთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან. ეს ხდებოდა იმ ოპერაციების დროს, რომელსაც ვგეგმავდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გაერომ მოგვმართა ჯარების განლაგებისთვის. მახსოვს, საქართველოს თავდაცვის უწყებას მყისიერი რეაგირება ჰქონდა და მოგვმართა, რომ დაგვხმარებოდა, ჩვენთან ერთად განალაგა ჯარები. მათი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესანიშნავად შეასრულეს ეს დავალება. მაშინ მომეცა შესაძლებლობა, რომ რეალურად დამენახა საქართველოს არმიისა და შეიარაღებული ძალების უნარები და შესაძლებლობები, რომელიც საკმაოდ ძლიერია“, – აღნიშნა პატრიკ დე როზიემ.

ასევე იხილეთ