top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი: პოპულიზმი და ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს მასაჟებში ხარჯავდა

“პოპულიზმი და ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს ხარჯავდა მასაჟებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ამოცანაა, ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება ეკონომიკის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა, ფასების შემდგომი სტაბილურობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ მოქალაქეებზე ორიენტირებული პირობები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და მათ უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ეკონომიკურ განვითარებას წინ უსწრებს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ