leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაერო-ს გენერალური მდივანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.

გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.

წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური”, – ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მილოცვაში.

 

ასევე იხილეთ