leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: „ევროსაბჭო“ არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ ჩვენი უსამშობლოები…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და ირაკლი კობახიძისთვის კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ მილოცვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რადიკალები მხოლოდ დავით დოიაშვილის გასტროლების იმედადღა არიან დარჩენილები.

„ევროსაბჭო“ არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ ჩვენი უსამშობლოები…

კეზერაშვილის ნაყიდი ჯო უილსონის იმედად რომ საზღვრებს გარეთ იქნებით და ლორა თორნტონის სტიპენდიატ ზურაბიშვილის – საზღვრებს შიგნით, მაგიტომ ხართ დარჩენილი დოის გასტროლების იმედად.

სადაც არ უნდა გათხაროო, – სალომემ და რომ დაუჯერეთ, მაგიტომ დარჩით უილსონის განცხადებების „გათხრის“ ამარა!“ – წერს  ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ