კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევში მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
გარდამავალი პროექტი 2024 წელს დაიწყო და 2025 წელს სრულდება.
პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.