leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუგზარ ფოფხაძე: მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ედუარდ შევარდნაძე ისტორიული ფიგურაა!

25 იანვარი ედუარდ შევარდნაძის 97-ე დაბადების დღეა!

გავიხსენოთ!

ის პოლიტიკოსი იყო, ჭეშმარიტი! ამ სიტყვის სრული გაგებით – თავისი დადებითითა და უარყოფითით, აღმა- თუ დაღმასვლებით, არაერთგზის დაცემით თუ წამოდგომით, გამარჯვებებით თუ დამარცხებებით, თანმხლები პირადული ცხოვრებით, ადამიანური ემოციებით…

გავა დრო… მოვლენ თაობები, თავისუფლები ყოველგვარი პირადული, მორალური თუ პოლიტიკური ტვირთისგან, სუბიექტივიზმისგან, განათლებულები, ობიექტურები, სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და არა გაბრუებულნი შინაური ურა-პატრიოტული თუ გარედან თავსმოხვევული პროპაგანდისტული ნარატივებიდან…

და ყველაფერს დაერქმევა საკუთარი სახელი…

ვიმეორებ: ზუსტი, ობიექტური, სამართლიანი სახელი, ადეკვატური(!) დროისა, რეალობისა და შედეგებისა, დაფუძნებული ისტორიზმის პრინციპზე.

მანამდე კი… გონიერ საზოგადოებას მართებს(!) მეტი სულგრძელობა, მეტი ობიექტურობა, მეტი კომპეტენტურობა, ახალთაობების განათლებაზე თუ წარსულის ღრმად შესწავლა-გააზრებაზე საფუძვლიანი და უანგარო ზრუნვა!..

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იგი ისტორიული ფიგურაა!

არა მარტო საქართველოსთვის!

არამედ საერთაშორისო მასშტაბისაც, რამეთუ მოუწია მოღვაწეობა სხვა, მათ შორის, გეოპოლიტიკურ მასშტაბებში, ძველის ნგრევისა და ახლის დამკვიდრების ეპოქაში.

ჯერ ისევ ადრეა ამ ეპოქის შეფასება. რეგიონის თუ  მსოფლიოს რეალობაა ასეთი – გლობალური შედეგები!..

არც საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებაა ადვილი.

მით უმეტეს, შენების თუ ნგრევის აქტიურ მონაწილეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასპარეზზეა… სჭარბობს ემოციები, პირადული, კეკლუცობა, ზერელობა!..

ვიმეორებ: დროა საჭირო! არა მარტო განათლებულობა და ჭეშმარიტი ობიექტურობა, დაფუძნებული, უწინარესად, წარსულის რეალობის ჩაღრმავებული ცოდნასა და ინფორმირებულობაზე!

და, რაც მთავარია ამ პროცესისთვის – გადამწყვეტი მაღალი ზნეობა და მისგან გამომდინარე პოლიტიკური კულტურა!

მოვა ასეთი დრო!

P.S. რაც შეეხება ამ იშვიათ ფოტოს, ის გადაღებულია შევის 80 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე… იუბილარს და თამადას, უკანა პლანზე კადრში დიდი რეზო ამაშუკელი გვიმაგრებს ზურგს.

 

ასევე იხილეთ