leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყვეტილი არ აქვს

“აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყვეტილი არ აქვს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 90 დღით საგარეო დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ გადაწყვეტილებას გავლენა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე არ მოუხდენია.

“მე არ ვარ მზად დღეს ამაზე სასაუბროდ. ვიცი, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ უნდა გავეცნოთ მათ დეტალურად. დღეს არის ჰუმანიტარულ პროგრამებზე 90-დღიანი შეზღუდვა. ვიცი, არსებობს უამრავი ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა უჭერდა მხარს. მე ვარ ორიენტირებული სამხედრო დახმარებაზე და ის, მადლობა ღმერთს, არ შეჩერებულა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების იდეალური ფორმატი იქნებოდა, რომ მასში მიიღონ მონაწილეობა უკრაინამ, აშშ-მა, ევროპამ და რუსეთმა.

თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერ შეთანხმებული გეგმა არ არსებობს.

“როგორი იქნება მოლაპარაკებების პლატფორმა? დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება უკრაინა, ამერიკა, ევროპა და რუსეთი. დიახ, ძალიან მინდა ევროპული ხმაც ვიხილო. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ევროკავშირის წევრები ვიქნებით”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ