ბიძინა გიორგობიანი: თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს
“თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.
“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სტრატეგიული პარტნიორები თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე 33 წელია საქართველოსთან ინარჩუნებენ ძალიან მეგობრულ და კარგ ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან თურქეთთან და აზერბაიჯანთან, შემდეგ სომხეთთან. რუსეთთან ურთიერთობის მომავალი როგორი იქნება, ამას ვნახავთ ახალი მსოფლიო გადანაწილების და წესრიგის დამყარებისთანავე. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოსთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და შემდეგ უნდა ვიფიქროთ გლობალურ პროექტებზე”, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.