“უკრაინის მხარდაჭერას თუ შევწყვეტთ, ეს ომი, შეიძლება, ჩვენი გახდეს”, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
ბორის პისტორიუსმა ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებას უპასუხა, რომ გერმანიამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს გერმანიის ომი არ არის.
“მართალია, ეს არ არის ჩვენი ომი, მაგრამ ის, შეიძლება, გახდეს ჩვენი. ვინც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუსმენს, შეუძლია მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივიდეს – პუტინი ემზადება. თუ ჩვენ ხვალ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ზეგ იქნება უკრაინის დასასრული, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფოს დასასრული ევროპის ცენტრში”, – განაცხადა პისტორიუსმა.