leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: ჩამოშლილი ეკონომიკა „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარია – ეკონომიკასა და ოჯახებზე საუბრობს ხალხი, რომლებმაც ეკონომიკაც და ძალიან ბევრი ოჯახიც გაანადგურეს

“ჩამოშლილი ეკონომიკა „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარია. თუ ეკონომიკა ჩამოშლილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდნენ, როგორ გაიზარდა ბიუჯეტი?! თუ ბიუჯეტის გაზრდის არ არის, მაშინ პარლამენტში რაღას გვეკამათებოდნენ და ბრტყელი წინადადებებით მოდიოდნენ?!,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ეკონომიკასა და ოჯახებზე საუბრობს ხალხი, რომლებმაც საქართველოში ეკონომიკაც და ძალიან ბევრი ოჯახიც გაანადგურეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მხოლოდ კერძოს სექტორში 245 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენ შევძელით მედიკამენტებზე ფასების 45%-იანი კლება. 3 200 მედიკამენტზე საშუალოდ 45%-ით შემცირდა ფასები.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, მხოლოდ შარშან ჩვენს ქვეყანაში ოჯახებმა მიიღეს 710 მილიონი დოლარის შემოსავალი ექსპორტიდან.

ბაღები იყო ფასიანი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. იმავეს ვიტყოდი სახელმძღვანელოებზე. მხოლოდ ტურიზმიდან საქართველომ შარშან, 3-3,5 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. მე ვყვები იმ შემოსავლებს, რომელიც ჩვენ ან შევუმცირეთ ოჯახებს ხარჯები, ან ოჯახებმა პირდაპირ მიიღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედეგად“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ