leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისტორიაში პირველად – საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით პირველად იასპარეზებს. ლიცენზიანტთა რეიტინგები ევროპისა და მსოფლიოს კარატეს ორგანიზაცია EKO/WKO-მ გამოაქვეყნა.

2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ⁠ლაშა შანთაძე (60კგ), ⁠ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ⁠ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), ⁠დავით მსხალაძე (-90კგ), ⁠გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).

ქართველი სპორტსმენები კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზებენ. მსოფლიოს პირველობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს პოლონეთში კონტაქტურ კარატეში ასპარეზობისას კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს: ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ