leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი სერბეთში აქციებზე: არ ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ძალის გამოყენებით იკავებს სამთავრობო შენობებს

ტრამპის ადმინისტრაციაში საგანგებო დავალებათა დესპანი რიჩარდ გრენელი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

“ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმის ამაღლება, რათა მოგისმინონ. მაგრამ ყველამ უნდა დაგმოს ძალადობა და მიჰყვეს მშვიდობიან დემონსტრაციებს. ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ან ვინც ძალის გამოყენებით იკავებს სამთავრობო შენობებს. თუ არ მოგწონთ კანონი ან ლიდერი, იმუშავეთ მის შეცვლაზე, მაგრამ არ მიმართოთ ძალადობას”, – განაცხადა რიჩარდ გრენელმა.

ასევე იხილეთ