“აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ აშშ მოიპოვებს კონტროლს გრენლანდიაზე”, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
“ვფიქრობ, ჩვენ მოვიპოვებთ მას”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, კუნძულის 56 000 მცხოვრებელს „სურს აშშ-თან ყოფნა“.
„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. მე ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ეს იქნება ძალიან არამეგობრული ქმედება, თუ ისინი არ დაუშვებენ ამას, რადგან ეს არის თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მოვიპოვებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს თავისუფლება. მათ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ კუნძული არ იყიდება.