არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ კერძოს სექტორში 245 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, შევძელით მედიკამენტებზე ფასების 45%-იანი კლება, ბაღებს, სახელმძღვანელოებს აფინანსებს სახელმწიფო
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ კერძოს სექტორში 245 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ შევძელით მედიკამენტებზე ფასების 45%-იანი კლება. 3 200 მედიკამენტზე საშუალოდ 45%-ით შემცირდა ფასები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, მხოლოდ შარშან ჩვენს ქვეყანაში ოჯახებმა მიიღეს 710 მილიონი დოლარის შემოსავალი ექსპორტიდან.
ბაღები იყო ფასიანი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. იმავეს ვიტყოდი სახელმძღვანელოებზე. მხოლოდ ტურიზმიდან საქართველომ შარშან, 3-3,5 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. მე ვყვები იმ შემოსავლებს, რომელიც ჩვენ ან შევუმცირეთ ოჯახებს ხარჯები, ან ოჯახებმა პირდაპირ მიიღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედეგად“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.