leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმში

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ შეხვედრა შეაფასა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრაზეც გააკეთა.

“კვარაცხელიამ საერთო ჯგუფთან ერთად სულ ოთხჯერ ივარჯიშა და ჯერ თანაგუნდელებს კარგად არ იცნობს. ამის გათვალისწინებით, მის დებიუტს პოზიტიურად შევაფასებ.

ხვიჩა განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმში. როდესაც ის ბურთს ფლობს, ვიცით, რომ რაღაც განსხვავებულს უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მისი გადაცემა, რომლის შედეგადაც დემბელემ „რეიმსს“ გაუტანა.

რაც შეეხება კვარაცხელიას დრიბლინგებს – საერთოდ, „პარი სენ-ჟერმენი“ ყოველთვის მეტოქეებზე მეტჯერ ფლობს ბურთს და თუკი ჩვენს მოთამაშეებს შეუძლიათ ერთი-ერთზე კარგად თამაში, ეს უფრო მეტი საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, ჩვენთვის დრიბლინგები ბენეფიტია”, – თქვა პსჟ-ის ესპანელმა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ