შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. პიტ ჰეგსეტმა, პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ეიზენ ჰაუერის შენობაში ფიცი დადო.
ცერემონიას ოჯახის წევრები, შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სენატორები ესწრებოდნენ.
ჰეგსეტი უხელმძღვანელებს მილიონ 300 ათას აქტიურ სამხედრო პერსონალს და შტატების არმიაში მომუშავე თითქმის მილიონ სამოქალაქო პირს, დაახლოებით, ერთი ტრილიონი დოლარის წლიური ბიუჯეტით.