ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა.
გუნდური ასპარეზობები 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც საქართველომ საუდის არაბეთი 45:38 დაამარცხა, მერვედფინალში ირანის გუნდს 45:36 სძლია. ნახევარფინალში შესასვლელი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან დათმო.
საბოლოოდ, 5-8 ადგილებისთვის ბრძოლა ქართველებმა ჰონგ კონგის ძლიერ გუნდს 45:34 მოუგეს და ტურნირზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
მსოფლიო თასზე გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით იასპარეზეს სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, ვახტანგ არჩვაძემ და ალექსანდრე თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.