leaderboard_below_slide
left_sabechdi

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი (დაჩი) ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ბერაიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა შეუთავსებელია  პარლამენტის წევრის სტატუსთან.

კომიტეტის წევრებმა დასკვნის პროექტს  მხარი დაუჭირეს.

ასევე იხილეთ