leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა 14 კმ-იანი, 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, ბათუმის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს.

განახლებული შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში.

შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ავტოტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ასევე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის

სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ღირებულებამ 330 000 000 ლარი შეადგინა.

 

ასევე იხილეთ