leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს პარლამენტში თეა ახვლედიანს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმენენ. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა ააიპ “მშვიდობის ფონდისა“ და სპეციალური ნებართვის მქონე საწარმოების საქმიანობის შესახებ გაიმართება.

ასევე, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე მენაბდეც არის მოწვეული.

ასევე იხილეთ